თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ამომრჩევლის მოსაზრება მარიხუანის ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით არსებითად გაიყო – ამას ტელეარხ CNN-ის მონაცემები მოწმობს.
სამშაბათს ქვეყანაში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. ხუთ შტატში ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და დამატებითი რეფერენდუმი ჩაატარეს.
უფრო ადრე განაცხადეს, რომ მარიხუანის ლეგალიზებას რეკრეაციული მიზნებისთვის მერილენდის შტატის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, ხოლო არკანზასისა და ჩრდილოეთ დაკოტას მოსახლეობა წინააღმდეგ გამოვიდა.
CNN-ის ინფორმაციით, მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ასევე სამხრეთ დაკოტაში, ხოლო მისურიში მისი გამოყენება მოიწონეს.