ამბავი მუდმივ მოჯანყე გივი ამილახვრისა: შაჰის საგანძური და ქართული ტროას ომი

1727 წელს ოსმალთა სულთანმა ქართლის მმართველსა და ტფილისის ვალს სიონის მეჩეთად გადაქცევა უბრძანა. გივი ამილახვარმა თავისი გავლენის წყალობითა და სახსრის უშურველად გაღებით, ფაშას განზრახვაზე ხელი ააღებინა...
Sputnik

კვირაცხოვლობის წინა დღეს - შაბათს, რომელიც წელს 4 მაისს დაემთხვა, თბილისის სიონში თავად გივი ამილახვარის სულის საოხად ჟამი შეიწირვის. 

ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწის, საამილახვროს უფროსის, ზემო ქართლის სადროშის სარდლისა და გორის მოურავის მოსახსენებელი აღდგენილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილელ მღვდელმთავართა ანდერძის საფუძველზე. გივი ამილახვარის დაუვიწყებლად მოხსენიება მის მიერ 1726 წელს თურქთაგან სიონის ტაძრის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს უკავშირდება.