აჭარაში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს ქობულეთში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით დალაგებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი).
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 17 ათას ლარამდე შეადგინა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.