მსოფლიო დღეს

სალივანმა რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები დაადასტურა

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
როგორც მან აღნიშნა, კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება შეერთებული შტატების, ასევე „კონფლიქტით დაზარალებული ყველა ქვეყნის ინტერესშია“, ვინაიდან ოფიციალურ პირებს „მკაფიოდ ესმით, ვისთან გვაქვს საქმე“.
მანამდე გაზეთმა WSJ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალივანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველ იური უშაკოვთან. როგორც მაღალჩინოსანმა წყაროებმა განუცხადეს გაზეთს, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინაში ბირთვული ესკალაციის თავიდან აცილება იყო და არა კონფლიქტის დასრულების რაიმე გზებზე მსჯელობა.
სალივანმა პირობა დადო, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებს, რათა „უკრაინაში სერიოზული და გროტესკული ომის დანაშაულებებისთვის შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცენ ჩადენილის გამო“.