თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, რკინიგზის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გროზნოს, ზაზიაშვილის, პალიასტომის, ფიროსმანის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, ნორიოს, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, კიკვიძის, მიჩურინის, ართვინის, ქინქლაძის, თეთნულდის, მაიაკოვსკის, აგლაძის, ქუთაისის, დონდუას, მარუაშვილის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, კოსმონავტების, ჩხიკვიშვილის, გოგოლის, ჩიტაიას და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბასთუმნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, ამირეჯიბის, ნანეიშვილის, ონიანის, მიქელაძის, ანწუხელიძის, არველაძის, მებაღიშვილის, წალენჯიხის, ჯორჯ ბუშის, შერვაშიძის, ხაჩატურიანის, აფანასიევის, დურმიშიძის, მელიქიშვილის, თოლენჯის, ყვარლის, იოსებ რატილის, ხომერიკის, გეზათის და მესხეთის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის, შანდორ პეტეფის, ხომლელის, მხარგრძელის და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, თიანეთის, ბუაჩიძის, სიხარულიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ქიქოძის, ლეონიძის, მაჩაბელის, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, აბესაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ლესელიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.