თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ქართულ-ამერიკული სტარტაპი Theneo პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენციის Web Summit-ის კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს მაღალი ხარისხის API დოკუმენტაციას სთავაზობს. Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა რობაქიძესა და Theneo-ს გუნდს წარმატება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს დიდიგამარჯვება კიდევ უფრო მეტსტიმულს მისცემს სამეწარმეოსულისკვეთებისა და ინოვაციური იდეებისგანვითარებას საქართველოში.
„ეს მიღწევაკიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპებიძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის განხორციელება სახელმწიფოსთანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსდაფინანსებით გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
Web Summit არის პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება. ღონისძიებას წელს 70 ათასზე მეტი მონაწილე დაესწრო.
წელს Web Summit 1-4 ნოემბერს გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს. კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა.