თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხოეთის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით „სარფის“ საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, მეორე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.