ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს გადაწყვეტილი აქვს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა ისრაელთან.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუს 1 ნოემბერს გამართულ ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

„ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენ მეგობრობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერზე“.

სამშაბათს ისრაელში ბოლო სამი წლის განმავლობაში მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, 25-ე ქსენეთში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 64 ხმა – საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.