ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი

მკურნალობის მარტივი საშუალება ჯანმრთელი და ლამაზი ფეხების შესანარჩუნებლად.
Sputnik
ჯანმრთელი ფეხები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ნახეთქებმა, სიმშრალემ და ფეხების სხვა პრობლემებმა, შესაძლოა, ცხოვრება გაგირთულოთ და დისკომფორტი შეგიქმნათ.
ფეხების ჯანმრთელობისთვის პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გთავაზობთ მკურნალობის მარტივ საშუალებას, რომელიც ჯანმრთელი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
რა საოცრებებს ახდენს სოდა
ინგრედიენტები
3-4 ჭიქა რძე
3 სუფრის კოვზი საჭმლის სოდა
გაათბეთ რძე, ჩაასხით ჭურჭელში და დაამატეთ სოდა. კარგად აურიეთ. ჩაყავით ფეხები 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადაივლეთ ფეხზე თბილი წყალი და გაიმშრალეთ. წაისვით ფეხის კრემი. შედეგს მალე ნახავთ.