ფულის დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით
სულ ორი ყველაზე იღბლიანი დღე არსებობს – მთვარის მე-14 და მე-20 დღე. ამ დღეებში თამამად შეიძლება ყიდვა, გაყიდვა, საქმიან შეთანხმებებზე ხელმოწერა, ინვესტირება, მოგება...
თუ დიდი ხნით გინდათ იღბლის მოზიდვა, ასეთ დღეებში უნდა ეწვიოთ სილამაზის სალონს და თმა შეიჭრათ. მთვარე, როგორც ცნობილია, ადამიანზე მისი თმის მეშვეობით მოქმედებს და ამ პლანეტის ყველა საჩუქრის მისაღებად საკმარისია ხელსაყრელ დღეს თმის შეჭრა.
კვირის რომელი დღეა საუკეთესო ფულის დღე
კვირაში არის ფულის დღე და ეს ხუთშაბათია. მას იუპიტერი – ბიზნესის, ფულის, სამუშაოს მფარველი პლანეტა მართავს. ხუთშაბათს ნებისმიერი მატერიალური საკითხის გადაჭრა შეიძლება, რომელიც სიმდიდრისკენ არის მიმართული. იუპიტერი ეხმარება აქტიურ, ქმედით, ამბიციურ და მტკიცე ადამიანებს.
ყველაზე საშიში დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით
არის დღეები, როცა ჯობს ფინანსური საქმეებისგან შორს დავიჭიროთ თავი. მთვარის კალენდრით ეს დღეებია: მე-3, მე-5, მე-12, მე-15 და 29-ე. ასტროლოგები გვირჩევენ, მთვარის ამ დღეებში არ შევუდგეთ მნიშვნელოვან საქმეებს, ყიდვა–გაყიდვას, ინვესტირებას, სესხის აღება–გაცემას.
კვირაში ყველაზე არახელსაყრელი დღე ფინანსური ოპერაციებისთვის კვირაა. ის არაა მიმართული მატერიალური კეთილდღეობისკენ. ამიტომ დაგეგმეთ თქვენი საქმეები მთვარის კალენდრის, ასტროლოგების რჩევების მიხედვით და მატერიალურ უიღბლობას თავს აარიდებთ.