თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ხუთი ადამიანი, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
ავტოავარია ხუთშაბათს, საღამოს არმავირი–მეწამორის გზის მონაკვეთზე, ერევნიდან 35 კილომეტრში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.
სხვა დეტალები უცნობია.