მსოფლიო დღეს

აშშ ევროკავშირში გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახდა

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობით მეორე უდიდესი ექსპორტიორი გახდა ნორვეგიის შემდეგ, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ლატვიის ბანკის ეკონომიკურ ფორუმზე.
ამასთან, მისი თქმით, შემცირდა მიწოდება რუსეთიდან, რომელიც ევროკავშირის ძირითადი მომმარაგებელი იყო გაზით.

„ჩვენ შევძელით სრულად შეგვეცვალა მიმწოდებლების სტრუქტურა. ნორვეგია ახლა ევროკავშირში ბუნებრივი აირის უდიდესი მიმწოდებელია, მას მოსდევს აშშ თავისი გათხევადებული აირით“, — აღნიშნა დომბროვსკისმა.

რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე ევროკავშირში მოხმარებული გაზის 40% რუსეთიდან შედიოდა. ამ დროისათვის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ს შეადგენს.