როგორია თქვენი თმის სიგრძე? მოკლე - ბიჭურად, მხრებამდე, მხრებს ქვემოთ, თუ გრძელი? ამის მიხედვით შეიტყვეთ, როგორ გახასიათებენ სპეციალისტები.
1. მოკლე თმა, „ბიჭურად“
ასეთი ქალები ახალგაზრდულ სულს ინარჩუნებენ ნებისმიერ ასაკში. შეუძლიათ ბრძნული გადაწყვეტილებების მალე მიღება. დაბადებით ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ხშირად თვითონ ინაცვლებენ მეორე პლანზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავარი – ოჯახი და ბავშვებია. არიან შემოქმედებითი პიროვნებები.
2. თმა მხრებამდე
ეს ნამდვილი ქალბატონის ვარცხნილობაა. ნატიფი, დახვეწილი, ნაზი, მზრუნველი – ნებისმიერი მამაკაცის ოცნება. თუმცა, ისინი სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან, არიან შინაგანად ღრმა ადამიანები, ყოველთვის იციან, რა სურთ და ამას, პრაქტიკულად, ყოველთვის აღწევენ. საკმარისია მომხიბლავად გაიღიმონ და მთელი სამყარო მათია.
3. თმა მხრებზე ან მხრების ცოტა ქვემოთ
ასეთი ქალის დაცვის სურვილი ჩნდება. ეს ქალბატონები მრავალმხრივი და საოცრად ქარიზმატული პიროვნებები არიან. მათგან რაღაც უხილავი ენერგია მოდის, ძალიან ძლიერი, ისეთი, რომ ხალხს მაგნიტივით იზიდავენ. ადამიანები მათკენ მიილტვიან და სწორადაც იქცევიან – ასეთი თმის მატარებელი ქალები ბუნებით ფსიქოლოგები არიან.
4. გრძელი თმა
ადრე მიიჩნეოდა, რომ ქალის მთავარი ძალა მის თმაშია. რა თქმა უნდა, ამაში არის სიმართლის მარცვალი. გრძელთმიანი ქალები რაღაცით ჯადოქრებს მოგაგონებთ. მათ განვითარებული აქვთ წინათგრძნობა და თავიანთ ინტუიციას მეტად უნდა ენდონ. მათი კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა პატიოსნება, ხანდახან მოჭარბებულიც კი.