თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოდბეს, ბოჭორმის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, ლუსინიანის, სამასი არაგველის, შავსოფლის, დოლაბაურის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის და პეტრე ხვედელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ქსოვრელის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის და დისევის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.