სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის" ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.
„მთავარი არხის" ჟურნალისტების აზრით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს