დასასვენებელი ადგილი ავტოფარეხების ნაცვლად - მერია მოსახლეობას მიმართავს

თბილისის მერია უფასოდ მოახდენს ავტოფარეხების დემონტაჟს და ამ ადგილებზე სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ დედაქალაქის ხელისუფლებას მათ საცხოვრებელ სახლებთან მდებარე გარაჟების აღებისა და მათ ადგილზე პარკებისა და სკვერების აგების თხოვნით.
მერის თქმით, მაგალითად, გლდანის მესამე მიკრორაიონში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის გვერდით ავტოფარეხების დემონტაჟი მოახდინეს, რის შემდეგაც იქ რეკრეაციული სივრცე მოაწყვეს.
კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ დედაქალაქის ხელისუფლებას გარაჟების აღებისა და მათ ადგილზე პარკებისა და სკვერების აგების თხოვნით
დაახლოებით 1,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო გართობის, ფიტნესის ზონები, საბავშვო მოედნები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

„ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ავტოფარეხები ქალაქისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ესაა ულამაზო ნაგებობა, რომელიც ეზოების დიდ ნაწილს იკავებს. მერის თქმით, ზოგიერთი მათგანი საერთოდ უსარგებლოა, რადგან მოსახლეობა არ იყენებს.
სკვერი კორპუსებს შორის
გარაჟების რეკრეაციული ზონებით შეცვლის პროექტი 2017 წელს დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში თბილისის მერია რაიონის გამგეობასთან ერთად უფასოდ ახდენს გარაჟების დემონტაჟს და მათ ადგილზე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს