თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გიზის პირამიდასთან: ფოტოქრონიკა ეგვიპტიდან

ეგვიპტის გიზაში, ღია ცის ქვეშ თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა. უჩვეულო ვერნისაჟი შეგიძლიათ იხილოთ Sputnik-ის ფოტოკადრებში.
Sputnik
გიზაში პირამიდების ფონზე მოწყობილ გამოფენაზე 10 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია პირამიდა-ფოტოჯიხური, რომლის წინაც გამუდმებით დგას შიგ შესვლისა და ფოტოს გადაღების მსურველთა რიგი.
1 / 10

უნიკალური გამოფენა ცნობილი პირამიდების მეზობლად გაიხსნა

2 / 10

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები პირდაპირ ღია ცის ქვეშაა წარმოდგენილი

3 / 10

საკუთარი ნამუშევრები მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა ათმა სკულპტორმა წარმოადგინა

4 / 10

ექსპოზიცია გახსნის დღიდანვე იქცა პოპულარულ ფოტოლოკაციად

5 / 10

მას დღეში საშუალოდ 20 ათასი ადამიანი სტუმრობს

6 / 10

მნახველებს აქვთ საშუალება, ერთდროულად პირამიდებისა და ხელოვნების თანამედროვე ნიმუშების ფონზე იპოზიორონ კამერების წინ

7 / 10

გამოფენა სახელწოდებით Forever is Now იუნესკოს ორგანიზებით ეწყობა კაიროს პრესტიჟულ ადგილებში

8 / 10

იუნესკოში აცხადებენ, რომ ეს გამოფენა წარსულსა და აწმყოს აერთიანებს და ხელოვნების ძალას წარმოაჩენს

9 / 10

გამოფენა 17 ნოემბრამდე იმუშავებს

10 / 10

ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების საფასური პირამიდებთან ვიზიტის საფასურში შედის