თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შემთხვევა სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ გუშინ, საღამოს მოხდა.
დაშავებული ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მგელი მოკლა.