ბათუმის სპორტული არენა FIABCI-Georgia-ს გამარჯვებული გახდა

გამარჯვებული ჟიურიმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით შეარჩია.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის სტადიონი პირველი ეროვნული პრემია FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2022-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.
FIABCI-Georgia მსოფლიო კონკურსის, უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის FIABCI "Prix d'Exellence Awards" ეროვნული ეტაპია. კონკურსი 1992 წლიდან ტარდება (FIABCI – უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეთა საერთაშორისო ფედერაცია).

„ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება“, – დაწერა რიჟვაძემ.

გამარჯვებული ჟიურიმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა შესაბამისად შეარჩია.
ბათუმის ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Bahadir Kul Architects დააპროექტა. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის აშენებაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს