ბასილაშვილმა პარიზის Masters-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

Paris Masters-ზე გამარჯვებით ბასილაშვილმა წაგებების სერია (ზედიზედ ცხრა) შეწყვიტა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წლის შემოდგმის ბოლო ტურნირზე Rolex Paris Masters გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილმა ფრანგ კვენტინ ჰალისს ორ სეტში მოუგო 6:3, 6:4. მისი შემდეგი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩისა და იტალიელი ლორენცო მუსეტის შეხვედრის შედეგით გაირკვევა.
Paris Masters-ზე გამარჯვებით ბასილაშვილმა წაგებების სერია (ზედიზედ ცხრა) შეწყვიტა და 29 ივნისის მერე პირველად გაიმარჯვა.
Masters-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის დასკვნითი სეზონი პარიზში დღეს დაიწყო და 6 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირმა ATP-ს ყველა მთავარი ვარსკვლავი შეკრიბა.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო>>
ბასილაშვილმა ბოლო 45 მატჩში 15-ჯერ გაიმარჯვა. ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი და ეს პროცესი ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მის რეიტინგზეც აისახა. ბასილაშვილი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გაამართლა. ახლა ქართველი სპორტსმენი, ATP-ს რეიტინგის მიხედვით, 106-ე ჩოგანია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს