თბილისში 26 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ნაცნობს, 26 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს