თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთის რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლომასალის უკანონოშეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ექვს პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებისცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც57-დან 27 წლამდეა, არიან წარსულშინასამართლევი პირებიც.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკისშედეგად სულ ამოღებულია: „მაკაროვის“ სისტემის ერთი პისტოლეტი, სხვადასხვა მოდელის შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 233 საბრძოლო ვაზნა.
საქმეზეგამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზემიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.