საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველო კორეელი ხალხის და დაღუპულთა ოჯახების გვერდით დგას, დაწერა პრეზიდენტმა
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ჩემი ფიქრებით კორეელი ხალხის გვერდით ვარ, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სეულში მომხდარ ტრაგედიას.
სეულში, იტხევონის რაიონში ჰელოუინის აღნიშვნას ტრაგედია მოყვა. ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ჭყლეტაში 154 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის უმრავლესობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან.
„ჩემი ფიქრები დღეს სამხრეთ კორეის ხალხთანაა, რადგან ჩვენ გავხდით ტრაგედიის მოწმენი, რომელიც სეულში დატრიალდა. საქართველო კორეელი ხალხის და დაღუპულთა ოჯახების გვერდით დგას“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ში.
იხტევონის რაიონში მომხდარი ტრაგედია მსხვერპლთა რიცხვით სამხრეთ კორეაში უდიდესია 2014 წლის შემდეგ, როდესაც ბორანი „სევოლი“ ჩაიძირა. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.