თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ინდოეთის ქალაქ გუჯარატში დაკიდული ხიდის ჩამონგრევის შედეგად, იტყობინება ტელეარხი Odisha TV.
მორბიში, მაჩჰუს კაშხალზე არსებული ხიდი ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და განახლების შემდეგ სულ რაღაც ერთი დღის წინ გაიხსნა. ტელეკომპანიის ცნობით, ხიდის ჩამონგრევის დროს მასზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.
პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გასცა ბრძანება ყველა საჭირო დახმარების აღმოჩენის შესახებ, მათ შორის დაღუპულთა ოჯახებისთვის 200 ათასი რუპიის და დაშავებულთათვის 50 ათასი რუპიის გამოყოფის შესახებ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს მდინარის ძლიერი დინება და ცუდი ხილვადობა ართულებს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფები როგორც ქალაქ მორბიდან, ასევე ახლომდებარე ქალაქებიდან.