მსოფლიო დღეს

ბორელმა მოსკოვს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას „პროდუქტის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შესახებ, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა.
შაბათს რუსეთმა უკრაინის პორტებიდან პროდუქციის გატანა შეაჩერა. მოსკოვის გადაწყვეტილების მიზეზი, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სევასტოპოლში მომხდარი ტერაქტი გახდა, რა დროსაც კიევმა შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ და ასევე სამოქალაქო დანიშნულების გემებს შეუტია. მოსკოვში ამბობენ, რომ აღნიშნული ხომალდები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად გამოიყენებოდა.
„რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ესოდენ აუცილებელი მარცვლეულისა და სასუქების საექსპორტო მარშრუტს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევადაა საჭირო. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას“, — დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
რუსეთს აღნიშნულთან დაკავშირებით აზრის შეცვლა მოსთხოვა ეერტებულმა შტატებმაც.
„პროდუქტის შეთანხმება“ მიმდინარე წლის 22 ივლისს გაფორმდა სტამბულში. მას რუსეტის, თურქეთი, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების გატანას ითვალისწინებს შავი ზღვით.