„ბრაუნინგი", „ვინჩესტერი", „აბრეზი" და 1400-მდე ვაზნა: თბილისში ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით თბილისში 61 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთასამინისტროს მიერგავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბრაუნინგის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა.
გარდა ამისა, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი", საბრძოლო შაშხანა, „ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1.380 ვაზნა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.