სოფლის მეურნეობის მინისტრმა სომხეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

აშოტ სმბატიანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის წევრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.
აშოტ სმბატიანი ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე იგი ელჩი იყო გერმანიაში (2015 წელს), 2018 წელს კი შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.