დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 29 ოქტომბერია, შაბათი. ამდღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არცთუ ხელსაყრელი დღეა რუტინული სამუშაოებისთვის, სამაგიეროდ, იდეალურია ელიტური ღონისძიებების, ოჯახთან ერთად დროის გატარებისთვის. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა. ამაღლებულ ემოციურ ფონს შეუძლია, ეს დღე თქვენთვის კაშკაშა და დასამახსოვრებელი გახადოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ოქტომბერი>>
ვერძი: სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს. ვნებებს „აალების“ საშუალება არ უნდა მისცეთ. მთელი დღე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფებს სხვა საქმე არა აქვთ გარდა იმისა, რომ თქვენს ნერვებზე ითამაშონ. მაგრამ ეს ასე არაა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავიანთი საქმეები აქვთ, თავიანთი საზრუნავი. თქვენს ნერვებზე სათამაშოდ კი მხოლოდ ხანდახან თუ მოიცლიან.
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
კურო: დღეს მღელვარება გელოდებათ. რაღაც მოვლენებმა ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა, ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენს სულში ყოვლის მომცველი ვნება აენთოს. მაგრამ რა გრძნობებიც არ უნდა ბობოქრობდეს თქვენ გულში, აჯობებს, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანთ – ერთ–ორ დღეში გარემოებები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
ტყუპი: თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. ეს უფრო წვრილმანებთან მიმართებით გამოვლინდება მძაფრად, ამასთან, კომიკური ელფერიც შეიძლება შეიძინოს. ყველაზე კარგი გამოსავალი დღეს ის იქნება, თუ მრავალრიცხოვან გაუგებრობებს ხუმრობის პრიზმაში გაატარებთ. მათზე მშვიდი და ადეკვატური რეაგირება მაინც არ გამოგივათ.
კირჩხიბი: არ გაწყენთ მოკრძალება. არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაპოლეონისებური“ გიგანტური გეგმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ ყველა ნაპოლეონს თავისი კარიერა კარგად არ დაუსრულებია. ამიტომ მოიკრიბეთ გონება, კარგად გაიაზრეთ, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეძლებთ ამას, და თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება, შეჩერდით – ასე ბევრს მოიგებთ.
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი: მრავალფეროვანი ემოციების ტყვეობაში ხართ. მთელი დღე გექნებათ სურვილი,რომ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. ყურადღების მიქცევა კი საკმაოდ მარტივი იქნება – საკმარისია სიმდიდრისა და წარმატების თემას შეეხოთ. ყველაფერი, რაც დიდ ფულსა და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, დღეს ირგვლივ მყოფ ადამიანებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
ქალწული: აჯობებს, თუ ენას კბილს დააჭერთ – არის საშიშროება, რომ ახლობელ ადამიანებთან ზედმეტი წამოგცდეთ და ამით ურთიერთობებს შეუქმნათ საფრთხე. გულითადი საუბარი დღეს შეიძლება გადაიზარდოს მაღალ ტონში ლაპარაკში და მწვავე ჩხუბში. ასე რომ არ მოხდეს, ახლობლებთან ურთიერთობებში მოერიდეთ საჩოთირო თემების განხილვას და არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ პიროვნებას.
სასწორი: დღევანდელი დღე შეიძლება უსასრულო ლაპარაკში გაილიოს. საუბრები კი ძირითადად წარმატებებისა და ფულის თემაზე იქნება აგებული და ასევე იმაზე, თუ რატომ არ გაქვთ ეს ყველაფერი დღემდე. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი საუბრის დროს განადიდოთ საკუთარი დამსახურებები, ღირსებები და ამით დიდი ხნით ფანტაზიორის სახელი მოიხვეჭოთ.
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მორიელი: თქვენი კეთილდღეობის საკითხი 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს და არაა აუცილებელი, ეს უკეთესობისკენ მოხდეს. უდიდესი სიფრთხილე გჭირდებათ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ფრთხილად უნდა იყოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. სულ მცირე გაუგებრობასაც კი დიდი ქარიშხლის ამოვარდნა შეუძლია, რომლის „ჩადგომას“ ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
მშვილდოსანი: დღეს გარემოებები გეგმებს არაერთხელ შეგაცვლევინებთ, გაიძულებთ დინების წინააღმდეგ წასვლას. ამავე დროს, ასეთ მომენტებში უცნაურ პასიურობას და გარემოებებთან შეწინააღმდეგების სურვილის არქონას იგრძნობთ. თუ ამგვარ განწყობას აჰყვებით, რისკავთ, რომ პრობლემები დაიხვავოთ თავზე. ასე რომ, გინდათ თუ არა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
თხის რქა: თქვენი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ კარგი განწყობით გაიღვიძებთ, დღე ყველა მიმართულებით შესანიშნავად აეწყობა. და თუ „მარცხენა ფეხზე“ ადგებით, მთელი დღე უაზროდ ჩაივლის, ვერ შეძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი და ყველა ირგვლივ გაგაღიზიანებთ. ასე რომ არ მოხდეს, რომ გაიღვიძებთ, აუცილებლად „მარჯვენა ფეხით“ ადექით.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მერწყული: დღეს მთელი თქვენი მოთმინება და ამტანობა უნდა აჩვენოთ. სამწუხაროდ, მცირე ნაპერწკალსაც კი დიდი ხანძრის გაჩენა შეუძლია თქვენ გულში, ამით კი შეიძლება ხაზი გადაესვას ყველა თქვენს გეგმას. და თუ იგრძნობთ, რომ სადაცაა, იფეთქებთ, ყველანაიარდ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ „აფეთქება“ ორი დღით გადადოთ – ზეგ „ხანძარი დიდ ფართობზე“ არ გავრცელდება.
თევზები: დღეს თქვენი ცხოვრება სხვადასხვა გეგმითა და პროექტით აივსება. და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ დღეს ბედისწერა მაქსიმალურ შანსებს მოგცემთ, რომ ეს გეგმები განახორციელოთ. მაგრამ ეცადეთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობები წვრილმანებზე არ „დაახურდავოთ“. არ მოერიდოთ დიდ და ხმაურიან კომპანიებს. პირიქით, წარმატებები დღეს სწორედ იქ გელოდებათ.