მძიმე სტატისტიკა: შსს ავტოავარიებში დაშავებულ-დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის რვა ბავშვია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0,01%-ია.
საერთო ჯამში, ამ პერიოდში საქართველოში 4060 უბედური შემთხვევა მოხდა მძიმე შედეგებით, რასაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ავარიის შედეგად დაშავებულთა სტატისტიკაც ექვსი თვის განმავლობაში — ეს 35 704 ადამიანია, რომელთა შორის 382 ბავშვია. აქედან ფეხით მოსიარულეებთან 718 შეჯახება მოხდა, დაიღუპა 58 და დაშავდა 707 ადამიანი.

ავტოავარიების მიზეზები

ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო შემხვედრ ზოლზე გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. ამ მიზეზით მომხდარ 302 ავარიაში დაიღუპა 41 და დაშავდა 606 ადამიანი.
მეორე მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. ამ მიზეზით მომხდარი 263 ავარიის შედეგად დაიღუპა 44 და დაშავდა 433 ადამიანი.
მესამე მიზეზი — მანძილის დაუცველობა: 203 ავარიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 305 დაშავდა.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხს საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად აფასებს. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც მანქანების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავარიის შემდგომ ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოთვალთვალის სისტემა. დღეისათვის ქვეყნის გზებზე დამონტაჟებულია 5439 ვიდეოკამერა — რომელთაგან 1849 სანომრე ნიშნებს იცნობს, და ასევე სიჩქარის კონტროლის 360 სექცია, რომელიც გზების 1434 კილომეტრს ფარავს.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად ინერგება შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკა. ეროვნული მასშტაბით, გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების არეალი, რომელიც მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორებიცაა: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ადგენს ეგრეთ წოდებული შავი ლაქების წერტილების რუკას — ადგილებისა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.