თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სხეულზე ხის ყუთები ჰქონდა მიმაგრებული და მასში 1.100 ფუტკარი იმყოფებოდა, იუწყება გამოცემა „ბათუმელები".
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, თუმცა მებაჟეებმა მისი გაჩხრეკა საეჭვო ქცევის გამო გადაწყვიტეს.
როგორც გაირკვა, მამაკაცს სხეულზე მიკრული ჰქონდა 110 ყუთი, თითოში 10 ფუტკარი (ერთი დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი).
ეჭვმიტანილი დაკავებულია. უცნობია სხვა დეტალები, ასევე ის, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა თუ თურქეთის.