თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური–ომალოს მონაკვეთზე (10-72 კმ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი დაბალი ტემპერატურა და ლიპყინულია.
საავტომობილო გზის ფშაველი–ლეჩურის მონაკვეთზე (1-10 კმ) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.