თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დის მკვლელობის ბრალდებით კახეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა სიღნაღში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს.