თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
გადაუღებელმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ბათუმის ქუჩები დაიტბორა
© Batumi City Hall
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ურეხის დასახლებაში ჩამოიშალა მიწის მასა.
„ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდის სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ბათუმში ქუჩები დაიტბორა
© Batumi City Hall
წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სახლების დატბორვის თაობაზე უწყებაში 20-მდე განაცხადია შესული.