რომანტიკა, ყვავილები, ალერსი, სეირნობა, არშიყი... ვისა აქვს ყველაზე დიდი შანსი, შეხვდეს ცხოვრების მეგზურს ნოემბერში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ტყუპი
სიყვარული, ბოლოს და ბოლოს, თქვენს კარზეც მოაკაკუნებს. დიდხანს ეძებდით იმ ერთადერთს, მაგრამ ის დიდი ხანია თქვენ გვერდითაა. და ამას სწორედ ნოემბერში გააცნობიერებთ და მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გიყვართ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – მას თქვენს გრძნობებში გამოუტყდეთ. უფრო მეტიც, წარმატება პირადი თვალსაზრისით ისეთ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რომ სხვა სფეროებშიც ყველაფერი ჯადოსნურად აეწყობა.
კირჩხიბი
ნოემბრის დასაწყისში აქტიურად გამოავლენთ თქვენს სიკეთეს, გულღიაობას, პოზიტიურობას. სწორედ ეს მიგიყვანთ საოცნებო ურთიერთობებამდე, თქვენი რჩეული კი ნამდვილი პრინცი (პრინცესა) იქნება ზღაპრიდან. მასთან იდილიური, მყუდრო თანაცხოვრება გელოდებათ თავისი სასიხარულო მომენტებით. ეს იდეალური ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდება და თქვენგან მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მიენდოთ მას და საკუთარ გრძნობებს.
თხის რქა
შრომისმოყვარე თხის რქები განთქმული ხართ გარეგნული სიცივითა და „განდეგილობით“, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ჯავშნის უკან სიყვარულს მოწყურებული გული იმალება. ნოემბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულის გახსნაში დაგეხმარებათ. უფრო მეტიც – თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გაქვთ, ამ თვეში მისი გულის დაპყრობა რთული არ იქნება. ასე რომ, გწამდეთ თქვენი ძალების, იოცნებეთ და ყველაფერი აგიხდებათ.
თევზები
დროა გახსნათ გული რომანტიკისთვის. თქვენი მომავალი უკვე მოქრის თქვენკენ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის მიღწევაში. გელოდებათ ეიფორიის განცდა და სრული ბედნიერება. თქვენს მომავალ სიყვარულთან რაღაც საერთო საქმიანობა ან ადგილი გაკავშირებთ. ეს შეიძლება იყოს ფიტნეს-დარბაზი, ხატვის წრე ან რამე სხვა კურსი. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ – მათ შორისაა სწორედ ის, ერთადერთი.