თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მზადდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევთან, დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ვლადიმირ პუტინმა სამმხრივ შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანი ლიდერები უფრო ადრე მიიწვია.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ასეთი სამმხრივი შეხვედრა მზადდება. იმედი გვაქვს, რომ ის შედგება. დროზე და ადგილზე ასევე დამატებით დროულად შევთანხმდებით“, – განაცხადა პესკოვმა.
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრაში.