თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ნასაკირალის უღელტეხილზე, რომელიც იმერეთსა და აჭარას აკავშირებს, 26-27 ოქტომბერს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის ნასაკირალის უღელტეხილზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგების სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.