თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე მეორე ვადით კვლავ დავით ნარმანია გახდა.
სემეკის თავმჯდომრის არჩევნებზე კომისიის წევრებმა დავით ნარმანია ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში ის 6 წლის ვადით დაამტკიცა. მანამდე, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ნარმანია თბილისის მერი იყო.
სემეკის ინფორმაციით, დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი და ა.შ.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს. ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით (ნაცვლად 6 წლისა), მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.