გაღივებული ხორბალი კვების იდეალური ნატურალური პროდუქტია. ადამიანის ორგანიზმში ის მრავალ პრობლემას აწესრიგებს და დადებით გავლენას ახდენს მასზე.
გაღივებული ხორბლის კალორიულობა და შემადგენლობა
100 გრამი გაღივებული ხორბლის კალორიულობა დაახლოებით 200 კკალორიაა.
ენერგეტიკული ღირებულება: ცილები – 7,5 გრამი, ცხიმები – 1,3 გრამი, ნახშირწყლები – 41,4 გრამი.
გაღივებული ხორბალი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან მინერალურ ნივთიერებებს, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, კაჟბადი, სპილენძი, სელენი, თუთია, რკინა, ქრომი, B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი Е და სხვა მრავალი ფასეული ნივთიერება. მარცვლის გაღივების დროს ეს ნივთიერებები ბიოლოგიურად უფრო აქტიური ხდება და მათი შემცველობა მნიშვნელოვნად იზრდება.

გაღივებული ხორბლის სასარგებლო თვისებები
გაღივებული ხორბალი:
არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას
აჩქარებს ძალების აღდგენას
ამაღლებს შრომისუნარიანობას
ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას
ააქტიურებს იმუნურ სისტემას
აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას
ხელს უწყობს საჭმლის სწორ მონელებას
წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან
აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას
დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.
ეს ჩამონათვალი სრულად არ ასახავს გაღივებული ხორბლის ყველა თვისებას. მაგალითად, მისი მიღებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე გრძნობს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან ის კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე და მას მრავალი დაავადებისგან კურნავს. ამ თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გაღივებული ხორბალი ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
გაღივებული ხორბალი ადამიანის ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია სტრესისა და დეპრესიის დროს.
პროდუქტი ძალიან სასარგებლოა მამაკაცებისთვის – რეგულარული მიღების შედეგად მან ადამიანი, შესაძლოა, იმპოტენციისგან განკურნოს.
გაღივებული ხორბალი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და ორგანიზმიდან გამოაქვს „ცუდი“ ქოლესტერინი.
გაღივებული ხორბალი ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. მისი რეგულარული მიღებისას შეინიშნება კისტის, ფიბრომისა და პოლიპების გაწოვა.

საკვები კარგად მოქმედებს მხედველობაზე.
როგორ მივიღოთ გაღივებული ხორბალი
გაღივებული ხორბალი გამაჯანსაღებელ მოქმედებას ორგანიზმზე მიღების დღიდან ახდენს. მაქსიმალურად სწრაფი შედეგისთვის ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ საკვებში დაახლოებით ნახევარი ჭიქა გაღივებული ხორბალი.
გაღივებული ხორბალი შეიძლება მიიღოთ პირდაპირ, შეგიძლიათ დაამატოთ ფაფებში, სალათებში და კვების სხვა პროდუქტებში. რეკომენდებული არაა ხორბლის თერმული დამუშავება, რადგან ამ დროს ის თავისი სასარგებლო თვისებების ნაწილს კარგავს.
მისი მიღება შეიძლება განუსაზღვრელი ვადით, ამ მხრივ შეზღუდვები არაა. ყველაზე სასარგებლოა, თუ მას საუზმეზე, უზმოდ მიიღებთ. ასევე ჯობს თავდაპირველად ის მცირე რაოდენობით (მაგალითად, 1 სუფრის კოვზი) მიიღოთ და შემდეგ გაზარდოთ დოზა.
როგორ გავაღივოთ ხორბალი სახლის პირობებში
ხორბლის გაღივება სახლის პირობებშიც იოლად შეიძლება.
კარგად გარეცხეთ ხორბლის მარცვალი. აიღეთ ჭურჭელი, მაგალითად, თეფში, დააფინეთ სუფთა ქსოვილი, ან რამდენიმე პირად გადაკეცილი დოლბანდი. დაასხით წყალი, დააყარეთ ხორბლის მარცვალი და შემდეგ ზემოდან დააფარეთ ისევ ქსოვილის ან დოლბანდის ერთი ფენა. ამის შემდეგ კიდევ დაასხით წყალი.

ხორბლის მარცვალი თანაბრად, თხელ ფენად დაყარეთ. შენობაში უნდა იყოს საკმარისი სინათლე და სითბო (საუკეთესო ტემპერატურაა +21 გრადუსი).
დაახლოებით 24 საათში ხორბალი უკვე გაღივდება. 2-3 მილიმეტრზე მეტად გაღივება აღარ ღირს. მიიღეთ იმავე დღეს. სხვა დღეებისთვის წინასწარ ხორბლის გაღივება არ შეიძლება. ერთ ადამიანზე დღეში დაახლოებით 100 გრამი გაღივებული ხორბალი გაითვალისწინეთ. მიღების წინ ასევე გარეცხეთ გამდინარე წყალში.

გაღივებული ხორბლის უკუჩვენებები
გაღივებული ხორბლის მიღების პირველ დღეს შესაძლებელია ადამიანმა ოდნავი სისუსტე, თავბრუსხვევა იგრძნოს. ეს უსიამოვნო მომენტები მალევე გაქრება.
გაღივებული ხორბლის მიღება არ ღირს რძის პროდუქტებთან ერთად, რადგან ამან შეიძლება ძლიერი შებერილობა გამოიწვიოს.
ასევე ცუდად ერწყმის ის პროპოლისს (დინდგელს), ყვავილის მტვერს.
ასევე ცუდად ერწყმის ის პროპოლისს (დინდგელს), ყვავილის მტვერს.
გაღივებული ხორბლის მიღება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისას, 12 წლამდე ბავშვებისთვის.
ასევე, ზოგიერთი კვლევის თანახმად, პროდუქტში აღმოაჩინეს ლექტინები, რამაც, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს, რადგან ლექტინები ლორწოვან გარსს აზიანებს. ეს ნივთიერება ტოქსიკურად მოქმედებს ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე.

გაღივებული ხორბლის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.