თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ძაბვა დროულად მოიხსნა და შესაბამისმა სამსახურმა მგზავრი უვნებლად ამოიყვანა.
მომხდარის გამო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა. კომპანიის ცნობით, მატარებლების მოძრაობა მალე განახლდება.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.