ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეცხრე ტურში მარცხის გამო გამოეთიშა
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა იტალიის ქალაქ კალა გონონეში გამართული მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ნიკოლოზ კაჭარავამ ტურნირზე 11 შესაძლებლიდან 8 ქულის მოგროვება შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭადრაკე თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონის ტიტული IX ტურში განცდილი მარცხის გამო დაკარგა.
ნიკოლოზ კაჭარავა
ზვიად იზორიასა (2000 წელი - ბრინჯაო) და მერაბ გაგუნაშვილის (2002 წელი - ვერცხლი) შემდეგ, ნიკოლოზ კაჭარავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე მოჭადრაკეა, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.