საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე პირველად წარდგა

Saudi Agriculture International Trade Exhibition – უდიდესი გამოფენაა საუდის არაბეთში.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მონაწილეობა სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Saudi Agriculture International Trade Exhibition ქვეყანას საუდის არაბეთის ბაზარზე თავისი პროდუქციის პოპულარიზებაში დაეხმარება, განაცხადა საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილმა.
ღონისძიება ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადში მიმდინარეობდა.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
„დღეისათვის ადგილობრივ სავაჭრო ქსელში უკვე წარმოდგენილია ქართული პროდუქცია, თუმცა ვფიქრობ, რომ მსგავს მასშტაბურ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ვახტანგ ჯაოშვილმა.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
დიპლომატის თქმით, საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 36 მილიონიანი მოსახლეობით. ქვეყანა, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. ამიტომ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას არა მარტო საუდის არაბეთში, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, აღნიშნა ჯაოშვილმა.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
გამოფენისას ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს აბდულრაჰმან ალფადლის პირადად გააცნო ქართული პროდუქცია.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
გამოფენის სტუმრებს ქართულ სტენდთან საქართველოს ათი კომპანიის პროდუქციის გაცნობა შეეძლოთ.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, თხილი, თაფლი, მოცვი, ჟოლო, ტყემალი, მტკნარი და მინერალური წყალი, ნატურალური ხილის წვენები, სუნელები, ცხვრის ხორცი და ზეითუნის ზეთი.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
ქართული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება და მხარდაჭერა ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა და ხელს უწყობს როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთში უდიდესი გამოფენაა, რომელიც გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
წელს გამოფენაში მონაწილეობდა დაახლოებით 40 ქვეყანა და დაახლოებით 400 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. გამოფენას ყოველწლიურად 25 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.
საქართველო საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე
გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მეწარმეებისთვის, რათა დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, გააფართოვონ ბიზნესი და ხელი შეუწყონ აგროსასურსათო სექტორის განვითარებას.
გამოფენა 17 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბერს დაიხურა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს