ფუტკრის რძე, რომელსაც ასევე „სამეფო ჟელეს" უწოდებენ, მეფუტკრეობის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული და საოცარი პროდუქტია. ესაა სასწაულმოქმედი ელექსირი, რომლითაც ფუტკრები კვებავენ თავიანთ შთამომავლობასა და ოჯახის მთავარს – დედოფალს. ფუტკრები რძის დამზადებას მაინც ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ ფუტკარს სარძევე ჯირკვალი არა აქვს, განსხვავებით ძუძუმწოვრებისგან; ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნივთიერებაა ბუნებაში.
ფუტკრები შრომისმოყვარეობისა და მკაცრი სოციალური იერარქიის ნათელი მაგალითია. ფუტკრის სადედე რძეს გამოიმუშავებენ 5-15 წლის მუშა ფუტკრები. ამ ნივთიერებას აწარმოებს მათი საყლაპავი მილის ჯირკვლები თაფლისა და ჭეოს ღეჭვის პროცესში.
ფუტკრები შრომისმოყვარეობისა და მკაცრი სოციალური იერარქიის ნათელი მაგალითია. ფუტკრის სადედე რძეს გამოიმუშავებენ 5-15 წლის მუშა ფუტკრები. ამ ნივთიერებას აწარმოებს მათი საყლაპავი მილის ჯირკვლები თაფლისა და ჭეოს ღეჭვის პროცესში.
ფუტკრის რძის შემადგენლობა
ფუტკრის რძეში წარმოდგენილია დაახლოებით ოთხასი საოცრად ჰარმონიულად შეთავსებული, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი. ადამიანისთვის განსაკუთრებით ფასეულია ამინომჟავები (22 დასახელების). ცხოველური წარმოშობის არცერთი ორგანული პროდუქტი, იქნება ეს რძე, ხორცი თუ კვერცხი, არ შეიცავს ამ რაოდენობის შეუცვლელ ცილას, რომლებიც ჩვენს უჯრედულ სტრუქტურასთანაა ახლოს.
ფუტკრის სადედე რძის შემადგენლობა პროცენტულად:
60-70% - წყალი
30-40% - მშრალი ნივთიერება, რომელშიც შედის 20-25% ცილები, 10-40% ნახშირწყლები, 5-15% ცილები, 1,5-3% ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ჰორმონები, ფერმენტები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
შემადგენლობა დამოკიდებულია ფუტკრის ოჯახზე, ასევე კლიმატზე, ამინდზე და მომზადების ტექნოლოგიაზე. პროდუქტის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობაზე ასევე აისახება რეგიონული ფაქტორი.
აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოში მიღებულ სადედე ფუტკრის რძეს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტისგან თვისებრივად განსხვავდება. ქართულ ფუტკრის რძეზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა.
აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოში მიღებულ სადედე ფუტკრის რძეს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტისგან თვისებრივად განსხვავდება. ქართულ ფუტკრის რძეზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა.
ფუტკრის რძის ძირითადი კომპონენტები დაწვრილებით:
ამინომჟავები: ასპარაგინი, ცისტეინი, არგინინი, ლიზინი, ლეიცინი, ვალინი, გლუტამინი, ჟელატინი და სხვ.
მიკრო და მაკროელემენტები: თუთია, მანგანუმი, კობალტი, რკინა, ალუმინი, ქრომი, ბისმუტი, ვერცხლისწყალი, ოქრო, კალციუმი, დარიშხანი, კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სპილენძი და სხვა (დაახლოებით 100 დასახელება).
ნახშირწყლები - გლუკოზა, ფრუქტოზა, რიბოზა, საქაროზა, მალტოზა.
ფერმენტები - ინვერტაზა, ამილაზა, კატალაზა, გლუკოოქსიდაზა, ფოსფატაზა და სხვ.
ამას გარდა, ფუტკრის რძეში არის ფიტონციდები (ბუნებრივი ანტიბიოტიკები), ჰორმონები, იმუნოგლობულინები და სხვა აქტიური კომპონენტები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ პროდუქტის დაახლოებით 5% ჯერ შეუსწავლელი კომპონენტებისგან შედგება.
ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებები
ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე:
ნერვული სისტემა - აძლიერებს სტრესისადმი მდგრადობას, ასტიმულირებს ზურგისა და თავის ტვინის ზრდასა და დაყოფას, აჩქარებს გლუკოზის შეთვისებას, უზრუნველყოფს მხედველობითი ნერვების ელასტიკურობასა და მთლიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა - შველის ვეგეტო-სისხლძარღვების დისტონიას, აწესრიგებს არტერიულ წნევას (მაღალ წნევას ამცირებს, ხოლო დაბალს - ზრდის), ამტკიცებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, არეგულირებს სისხლის შემადგენლობას, აბრკოლებს თრომბებისა და ქოლესტერინის კვანძების წარმოქმნას.
კუჭ-ნაწლავის სისტემა - ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს მადას, აჩქარებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გაზრდას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, აქრობს ქრონიკულ დაავადებებს.
ენდოკრინული სისტემა - აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ჰორმონების გამომუშავებას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების წარმოშობას.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი - ხსნის ანთებას სახსრებში, ეხმარება ორგანიზმს ძვლების მძიმე ტრავმებისა და დაზიანებების აღდგენაში, აბრკოლებს ოსტეოქონდროზის, პოდაგრის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების განვითარებას.
შარდ-სასქესო სისტემა - ხელს უწყობს ამ სისტემის ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დამარცხებას, ახანგრძლივებს ფერტილურ და სქესობრივი აქტიურობის პერიოდს, ამსუბუქებს კლიმაქსის პერიოდს, ამაღლებს პოტენციას, ამსუბუქებს მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობას, ორსულობის პერიოდს, შველის უნაყოფობას, აუმჯობესებს ლაქტაციას.
ნივთიერებათა ცვლა - ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები და რადიონუკლიდები, აჩქარებს უჯრედების დაყოფასა და ქსოვილების განახლებას. ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ეხმარება ორგანიზმს კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზის შენარჩუნებაში.
სუნთქვის ორგანოები - აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს ვირუსული, ბაქტერიული, სოკოს დაავადებებისას (ფილტვების, ყელის, ცხვირის, ბრონქებისა და სხვა), ეხმარება ორგანიზმს რთულ ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში (ტუბერკულოზი, ასთმა).
იმუნური სისტემა - ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარე საფრთხეების მიმართ, ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ და სხვ.
ფუტკრის რძეს იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:
სისხლის დაავადებები - რკინადეფიციტური ანემია, შედედების დარღვევა და სხვა;
გულ-სისხლძარღვების - იშემია, სტენოკარდია, არითმია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, ჰიპოტონია, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ვარიკოზი, თრომბოფლებიტი;
სუნთქვის ორგანოების ანთებითი დაავადებები: რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპი, ბრონქიტი, ასთმა, ტუბერკულოზი, პნევმონია;
პირის ღრუს დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტოზი;
თვალის დაავადებები: გლაუკომა, კატარაქტა, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, მხედველობის გაუარესება;
კუჭ-ნაწლავის ორგანოების დაავადებები - გასტრიტი, პანკრეატიტი, კუჭის წყლული, ენტეროკოლიტი, მეტეორიზმი, დიარეა, გულძმარვა, ჰემოროი, შეკრულობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
თირკმელებისა და შარდმდენი გზების პათოლოგიები - თირკმლის უკმარისობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, ქვიშა და კენჭები თირკმელებში;
ნერვული დაავადებები - უძილობა, ფსიქოზები, დეპრესია, ალკოჰოლიზმი, შიზოფრენია, ეპილეფსია, ნევროზები, შაკიკი;
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები - ტრავმები, მოტეხილობები, დაზიანებები, გაჭიმვები, ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, პოდაგრა, რადიკულიტი;
აუტოიმუნური დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი, ეგზემა, გაფანტული სკლეროზი;
კანისა და თმის დაავადებები - დერმატიტი, ნეიროდერმიტი, გამონაყარი, ქერტლი, გამელოტება, ჭრილობები და დამწვრობა;
ქალური პრობლემები - არამდგრადი ციკლი, მტკივნეული მენსტრუაცია, ამენორეა, უნაყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, ტოქსიკოზი, კლიმაქსი, ლაქტაციის არარსებობა, ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიოზი, პოლიპები და სხვა წარმონაქმნები;
კაცების პრობლემები - პროსტატიტი, პროსტატის ადენომა, ნაადრევი ეაკულაცია, უნაყოფობა, იმპოტენცია;
ენდოკრინოლოგიური დაავადებები (მათ შორის ჭარბცხიმიანობა);
ბავშვებში შენელებული განვითარება;
ასაკობრივი სისუსტე;
დაბალი იმუნიტეტი;
ონკოლოგიური დაავადებები.
როგორ მივიღოთ ფუტკრის რძე
ფუტკრის რძის მიღების საუკეთესო ხერხია სუბლინგვალური, ანუ ენის ქვეშ იდებენ ცოცხალ პროდუქტს სრულ შეწოვამდე. ის, კუჭის აგრესიული გარემოს თავიდან არიდების მეშვეობით, პირდაპირ სისხლში ხვდება. დღეში რეკომენდებულია 100-დან 500 მილიგრამამდე ახალი ფუტკრის რძე (დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე). მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ და არაუგვიანეს სამი საათისა დაძინებამდე, რადგან პროდუქტი ნერვულ სისტემას ააქტიურებს. მკურნალობის სტანდარტული კურსია 1-2 თვე.
ფუტკრის რძეს უშვებენ ასევე აბების, ხსნარის სახით, ასევე არის გაყინული სახით და სხვ.
როდის არ შეიძლება ფუტკრის რძის მიღება
ალერგია ან ინდივიდუალური აუტანლობა
ინფექციური დაავადებები მწვავე ფაზაში, ციებ-ცხელებით
ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია)
არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა
ინფარქტისა და ინსულტის შემდგომ გარკვეული პერიოდი
სისხლის მაღალი შედედება.
დოზირების გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტები:
უძილობა, მომატებული ნერვული აგზნებადობა
პირის სიმშრალის შეგრძნება
შეკრულობა ან ფაღარათი
კანის ადგილობრივი რეაქციები - სიწითლე, გამონაყარი.