საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს

კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საკონცერტო პროგრამა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება.
მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.
კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და „ბლექ სი არენის“ დირექტორი ტატო ხარჩილავა.