თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ცხრა თვეში 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 190,7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 97,5%-ით აღდგა.
2022 წლის სექტემბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 375,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 132%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე – 17,9%-ით მეტი.
ვინ ხარჯავს ფულს
ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ ცხრა თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 563,4 მლნ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
|
|
|
რუსეთი | 563,4 | 780.339 |
ევროკავშირი | 260,7 | 213.093 |
თურქეთი |
|
|
ბელარუსი |
|
|
|
|
|
ასევე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან სექტემბერში – 95,5 მლნ დოლარი. შემდეგ მოდიან ვიზიტორები ევროკავშირიდან – 44,7 მლნ დოლარი და თურქეთიდან – 35,8 მლნ დოლარი.
ვიზიტები საქართველოში
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 199,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,9 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 53,8%-ით აღადგინა.
2022 წლის იანვარი-სექტემბერი – ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 2,7 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–სექტემბრის მაჩვენებელზე 147,5%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 67,8%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.