თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 ოქტომბერს სამინისტროს ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობის ავტოფარეხის ქვეშ ორი სამარხი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც უწყებამ სამუშაო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
კულტურის სამინისტოს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
აღმოჩენის შესახებ მაშინვე ეცნობა სომხურ სათვისტომოს, რადგანაც ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია და სომხური სასაფლაო მდებარეობდა.
მთლიანობაში აღმოჩენილია ხუთი ნეშტი, მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით.
კულტურის სამინისტოს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.
კულტურის სამინისტოს ტერიტორიაზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ნეშტების სომხურ პანთეონში გადასვენების პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.