დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2022 წლის 19 ოქტომბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
განცდების დღეა, რომელიც წარმატებული იქნება მათთვის, ვისაც ემოციების გაკონტროლება შეუძლია და გადაწყვეტილებებს გრძნობებით არ იღებს. რთული იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები, მათთან შეთანხმება საერთო საკითხებზე. არაა გამორიცხული ფინანსური დანაკარგები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი>>
ვერძი: ჩვეულებრივზე მეტად ემოციური ხართ. ხშირად შფოთავთ წვრილმანების გამო. შესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. გაგიჭირდებათ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან კომუნიკაცია. შესაძლებელია თანხის დახარჯვა, ამიტომ ფულთან მიმართებით ფრთხილად იყავით.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
კურო: რთული დღეა. მოსალოდნელია უთანხმოებები, კამათი. თუ გინდათ, გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეინარჩუნოთ, დელიკატური უნდა იყოთ. გაჩნდება ახალი ამოცანები და მათი გადაჭრა ადვილი არ იქნება. ჩვეულ საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. საღამოს სასიხარულო შეხვედრები გელოდებათ.
ტყუპი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად იპოვით საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან. დაგეხმარებათ ინტუიცია, რომლის წყალობითაც ახალ ნაცნობებსაც ადვილად გაუგებთ. არ გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია სამუშაოზე. არაა გამორიცხული რომანტიკული ნაცნობობა.
კირჩხიბი: არ გარისკოთ. ძალზე ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ, რომ გადალახოთ სირთულეები და არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები. სწორად უნდა შეაფასოთ საკუთარი ძალები და არ შეეჭიდოთ საქმეს, რომელსაც ვერ განახორციელებთ. გაგიჭირდებათ ურთიერთობები ახლობლებთანაც კი.
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი: მოემზადეთ მუშაობისთვის - დღეს საქმეები ჩვეულებრივზე რთულად გამოგივათ. მოუსმინეთ გამოცდილი და სანდო ადამიანების რჩევებს, აღიჭურვეთ მოთმინებით. შესაძლებელია უთანხმოებები ახლობლებთან, თუმცა სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული: ხართ ენერგიული და აუცილებლად გამოიყენეთ ეს საქმიანობაში. მამაკაცებმა უნდა გამოავლინონ სიმტკიცე, სწორად შეარჩიონ მოქმედების მიმართულება. ქალებს წარმატება ელოდებათ მოლაპარაკებებში. სასიყვარულო სფეროში სრული დუმილია და ეს ცოტა გაგანაწყენებთ, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალოს.
სასწორი: რთული დღეა მათთვის, ვინც მიჩვეულია მარტო მოქმედებას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. ახლა საჭიროა სხვა ადამიანებთან შეთანხმება, კომპრომისების მოძებნა. იყავით მომთმენი, არ გამოხატოთ გაღიზიანება. ხანდახან, ვითარების განსამუხტავად იუმორი გამოიყენეთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.
ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელსაც, შესაძლოა, რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს, თუ თქვენს დაინტერესებას არ დამალავთ. შეიძლება საყიდლებზე წასვლაც. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული მომგებიანი გარიგებების დადება, რაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან. მათ შეიძლება თქვენი ცოდნა და უნარები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და თქვენ ისე დაგტოვონ. არ დაიჯეროთ გულუხვი დაპირებების. ძველ და გამოცდილ მოკავშირეებს კი ენდეთ. დღის მეორე ნახევარი რთული იქნება ემოციური თვალსაზრისით - გაგიჭირდებათ წონასწორობის შენარჩუნება.
თხის რქა: მოვლენები სწრაფად განვითარდება. შეძლებთ დიდი წარმატების მიღწევას, თუ არ დაიბნევით. მზად იყავით ისეთ საქმეებთან შესაჭიდებლად, რომლებიც ადრე არ გაინტერესებდათ. შესაძლებელია ექსპერიმენტები, გარისკვა. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. დღის მეორე ნახევარში სიურპრიზები გელოდებათ, მათ შორის - ფინანსური.
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მერწყული: დღის დასაწყისი ძალზე პროდუქტიული და იღბლიანი იქნება. რთულ ამოცანებსაც იოლად გაუმკლავდებით. ხშირად დაგეხმარებათ ინტუიცია. თქვენი არასტანდარტული გადაწყვეტილებები სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. დღის მეორე ნახევარში დაღლილობას იგრძნობთ. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ძალების აღდგენას ვერ მოახერხებთ, რადგან ბევრი საზრუნავი გექნებათ.
თევზები: დილით მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, ვიდრე გინდათ. დააჩქარებთ ირგვლივ მყოფებს. შედეგად მიიღებს ქაოსს, უწესრიგობას, რაც ყველას გაანერვიულებს. სწორედ ამ დროს შეიძლება მოხდეს ის, რასაც დიდი ხანია, ელოდებით და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამოს მიზნების მიღწევაში სერიოზულობა და დისციპლინა დაგეხმარებათ.