მსოფლიო დღეს

თურქეთმა შავ ზღვაზე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რაკეტის გაშვება შავ ზღვაში მდებარე მობილური პლატფორმიდან საქართველოს საზღვართან სიახლოვეს მოხდა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთმა საკუთარი საიდუმლოდ შემუშავებული მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, რაკეტის გაშვება შავ ზღვაში მდებარე მობილური პლატფორმიდან, ქალაქ რიზესთან ახლოს მოხდა, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს.
წყაროზე დაყრდნობით სააგენტომ განაცხადა, რომ სინოპის პორტის სანაპიროსთან დაცემამდე ჭურვმა 561 კილომეტრი 458 წამში დაფარა. თურქეთში შემუშავებული ნებისმიერი მსგავსი ტიპის იარაღისთვის ეს მაჩვენებელი აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საიდუმლო პროექტზე, რომელსაც სახელწოდება „ტაიფუნი“ მიენიჭა, რამდენიმე წელია მუშაობენ. წყაროებს სხვა დეტალები არ გაუმხელიათ.
ამასთან, არაერთმა თურქმა და აზერბაიჯანელმა მომხმარებელმა საცდელი გაშვების ამსახველი ვიდეო უკვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში.
მაგალითად, ვინმე ვუგარ ბახშალიზადემ (The Jerusalem Post-ისა და The National Interest-ის კოლუმნისტი), კერძოდ, დაწერა: „ახლა თურქეთს შეუძლია გაანადგუროს სამიზნე, რომელიც ათენის ფარგლებს სცდება. და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ სჭირდებათ უფრო შორი მოქმედების რაკეტები, ასევე ბირთვული ქობინები“.