ტრაგედია ვაკის პარკში - ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლებელია გაფართოვდეს, განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა.
სამშაბათს შსს-მ განაცხადა ცხრა პირის დაკავების შესახებ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე. იმ დღეს შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
„საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე“, - განაცხადა მურადაშვილმა ბრიფინგზე.
ამ ეტაპზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა, რომლებიც შადრევანში წყლის მილების დიზაინს ცვლიდნენ, „უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია“.
არც კომპანიამ, რომელმაც მუშები დაიქირავა, არც კომპანიამ, რომელიც პარკში შადრევნების განახლებას ახორციელებდა, არც გარემოს დაცვის სამსახურმა არ შეამოწმეს შემდუღებლების მუშაობა, რის შედეგადაც ვინც მუშა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შადრევნის წყალს შეეხებოდა, დენი დაარტყამდა.
ტრაგედია ვაკის პარკში - დააკავეს ცხრა პირი >>
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინსპექტორებს არ შეუსწავლიათ შადრევნების გასაახლებლად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა ყალბი საექსპერტო დასკვნა.
ტრაგედია ვაკის პარკში: რატომ აღმოჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვის კაბელი >>
დაკავებულებს ბრალად ედება გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.