კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი სახლს დაეცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სამხედრო თვითმფრინავი Су-34 რუსეთის ქალაქ იეისკში (კრასნოდარის მხარე) საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ იუწყება Zvezdanews ქალაქის სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავ Су-34-ს სასწავლო-სავარჯიშო ფრენა უნდა შეესრულებინა, სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას მან ავიაკატასტროფა განიცადა და ქალაქ იეისკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. მათი განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის ეზოში თვითმფრინავის საწვავის აალება მოხდა, აღნიშნეს სამინისტროში.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.