ტაჯიკეთში CSTO-ს სამხედრო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. ტაჯიკეთში დღეს ცენტრალური აზიის რეგიონის სწრაფი განთავსების კოლექტიური ძალების ერთობლივი წვრთნები „რუბეჟ 2022“ დაიწყო, იუწყება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გაერთიანებული პრეს-ცენტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება ტაჯიკეთის პოლიგონ ჰარბმაიდონიზე ტარდება. მისი გახსნის ცერემონიაში ტაჯიკეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ემომალი სობირზოდამ, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გენმდივნის მოადგილე ტაჰირ ჰაირულოევმა, CSTO-ს ცენტრალური აზიის რეგიონის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სწავლებაში დაახლოებით 1000 სამხედრო და 300-ზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან რუსული კონტინგენტის ძირითად ნაწილს ცენტრალური სამხედრო ოლქის 201-ე ბაზის სამხედროები შეადგენენ.
მანევრების თემაა CSTO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განადგურება.